თეთრი ფერი.
მძაფრი სუნი, წამლების.
ელექტრონის მკრთალი შუქი.
უფანჯრებო ოთახები.
სითბო.
ზოგჯერ არაადამიანური ყვირილის ხმა.
გაყინული თვალები.
ძალაგამოცლილი სხეული.
შებოჭილობა.
მუდმივი თვალთავლი.
წამლები.
ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობა.
უნდობლობა.
ტკივილი.
ცრემლები.
ისევ ტკივილი,
ისევ ცრემლები.
ისევ თეთრი ფერი, თეთრი პერანგი.
დროებითი გამოფხიზლება.
მწარე ტკივილი გულში.
მერე ისევ შეშლილი თვალები.
ხაზები.
ფერადი ნახატები.
წარმოსახვითი მეგობრები და მტრები.
ყველასგან განსხვავებული სამყარო.
საგიჟეთია…
No comments:
Post a Comment