„არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს.”
-დოსტოევსკი.
უსასრულო არაფერია,ყველაფერი მთავრდება. დაღლილობაც. ერთ დღეს ის ან გაივლის ან შეგვიწირავს. ჩვენ მისჯილი გვაქვს,ვისმინოთ სხვისი პრობლემებ,სხვისი აზრები,სხვისი სათქმელი და როცა დგება დრო ჩვენი საუბრისა – ჰოი საოცრებავ! ადამიანები ქრებიან,თითქოს არც არავინ ყოფილიყოს. რჩებიან მხოლოდ უთქმელი სიტყვები,გულში ჩაკლული და გონებაში ჩალექილი.
ჩვენ გვღუპავს სისწრაფე,ხომ ასეა?!
მაგრამ არაფერი არ არსებობს ამ ქვეყნად,ავადმყოფობის გარდა,რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს. სისწრაფე,გვეხმარება ვიყოთ ზუსტ დროს,ზუსტ ადგილას.მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება,ყოველთვის მას მოაქვს.
ჩვენ ჩვენი სიჩქარით,ვაკეთებთ იმას,რაც შემდეგ ერთიანად გვანადგურებს. არა! ჩვენ არ ვიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უბრალოდ,არ ვუფიქრდებით,რამდენად დროულია ეს ან რა შედეგს გამოიღებს. ჩვენ არ გვიყვარს ზედმეტი ფიქრი.
გვგონია,რომ პირველი – ეს საბოლოოა. მაგრამ არც პირველი აღმოჩნდება ხოლმე,როცა გვგონია ,რომ ვამთავრებთ,მაშინ იწყება ყველაფერი. ეს სამყაროს ბრუნვაა რომელსაც ვეწირებით ჩვენ,ადამიანები,რომლებიც ვჩქარობთ.
ჩვენ ვართ ადამიანები,დაღლილი სახეები და ჩვენ აუცილებლად ჩავიხედავთ,საკუთარ თვალებში.. ზოგჯერ ცხოვრება იმდენად რთულია,რომ გვავიწყდება ვინ ვიყავით დასაწყისში.
No comments:
Post a Comment