я девочка с плеером ^

Saturday, June 20, 2015

Lost Inside.

11415_805345339528916_5514336864647797303_n
როცა იღლები და იწყებ მთელი რიგი მიზეზების ჩამოთვლას თუ რა გჭირს ან რატომ გჭირს აცნობიერებ,რომ დაღლილობისგან ხარ დაღლილი და ქრები იმ ადამიანებთან ერთად,რომლებიც ოდესღაც შენი ცხოვრებიდან აორთქლდნენ. იკარგები და ერთის მხრივ მოგწონს,ის სიცარიელე და სიუცხოვე რაც ამ ყველაფერს მოაქვს.
იღვიძებ იმაზე ფიქრით,თუ როდის გეძინა?! ერთი ხელის მოსმით შეიძლება ყველაფრის განადგურება. რომელიმე ფიქრობთ,რომ ცუდია,როცა ბევრ რამეს ვივიწყებთ? არა,ცუდია როცა ყველაფერი გვახსოვს და ფიქრებში წარმოდგენილი მწვერვალიდანაც,სწორედ სრულიად უმნიშვნელო,თუმცა მეხსიერებაში მტკიცედ დალექილ,ნიუანსს ჩამოვყავართ. შემდეგ იწყება ყველაფერი თავიდან და უკვე მეშინია,რომ ერთი დილას გავიღვიძებ და სხვას კიარა საკუთარ თავს ვუღალატებ,რომ საკუთარი თავის ნდობას დავკარგავ. ადამიანსაც ხომ მანამ ვაფასებთ,სანამ მისი გვჯერა. მერე ყველაფერი სულ ერთია. მშიშარა არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ახლა კი ნამდვილად მეშინია,რომ შეიძლება ერთ დილას გავიღვიძო და მივხვდე,რომ მთელი ეს დრო მეძინა. ხშირად დასასრულის კაირა,დასაწყისის უნდა გვეშინოდეს. რადგან ყოველთვის ყველაფერს არ აქვს დასასრული.აღარც მოცარტია შვება და აღარც წერა. აღარც წიგნები და ადამიანები ხომ არც არასდროს ყოფილა.  შეიძლება ყველაზე მეტად გვღლიდეს,გვაცარიელებდეს,მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც მარტოობაშია. ხშირად ვდგებით არჩევანის წინაშე,ვიღაც შეიძლება გააზრებულად აკეთებდეს არასწორ არჩევანს,ვიღაც ფიქრობდეს,რომ თავი აარიდა გადაწყვეტილების მიღებას,მაგრამ უშედეგოდ.. აი ვიღაც კი-უბრალო დაიკარგა.

No comments:

Post a Comment