წარმოდგენაც არ მაქვს ამას რა ქვია,ან აქვს თუ არა საერთოდ სახელი,მაგრამ მინდა მჯეროდეს,რომ მსგავსი მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება.
მიუხედავად ჩემი ჩქარი ტემპისა,რომელიც ყველაფერს აფუჭებს ყოველთვის,მაინც მიყვარს ფეხით იარული.
წვიმაში,როცა ყველა სადღაც გარბის.
ქარში,როცა ყველას თბილად აცვია და მე გათოშილი დავდივარ.
სიცხეში,როცა ბოტები და ჯინსებ მაცვია.
მაგრამ,აქამდე ეს იყო ერთადერთი მომენტი,როცა ირგვლივ არაფრის არ მეშინოდა.