я девочка с плеером ^

Saturday, June 20, 2015

09.04.15.

წარმოდგენაც არ მაქვს ამას რა ქვია,ან აქვს თუ არა საერთოდ სახელი,მაგრამ მინდა მჯეროდეს,რომ მსგავსი მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება.
მიუხედავად ჩემი ჩქარი ტემპისა,რომელიც ყველაფერს აფუჭებს ყოველთვის,მაინც მიყვარს ფეხით იარული.
წვიმაში,როცა ყველა სადღაც გარბის.
ქარში,როცა ყველას თბილად აცვია და მე გათოშილი დავდივარ.
სიცხეში,როცა ბოტები და ჯინსებ მაცვია.
მაგრამ,აქამდე ეს იყო ერთადერთი მომენტი,როცა ირგვლივ არაფრის არ მეშინოდა.
არც სიცივის,არც სიბნელის,არც მარტოობის,არც მიტოვების და არც ადამიანების.
მაგრამ დღეს,როდესაც,დაღლილი,ყურსასმენებ გარჭობილი,პროდუქტებით სავსე ჩანთით,იმ გზაზე მოვდიოდი,რომელზეც დაბადებიდან დავდივარ,საოცარი შიში ვიგრძენი,ძველი ნაცნობების ნახვისა.შიში,რომ რომელიღაც მათგანი,გზაში შეგეჩეხება ან იმ ქუჩიდან გამოვა,რომელსაც აუცილებლად აუცილებლად უნდა ჩაუარო და რომლიდანაც ის ჩვეულებრივ გამოდის.
არ ვიცი რისი შიშია,იმის,რომ მათ წინაში არ შევრცხვეთ.
რომ პირველი კურსის სტუდენტი,ჯერ კიდევ მერვე კლასელს ვგავარ.
რომ ბოლო 7 წელია ერთი სტილი მაქვს.
რომ ისეთი არ ვართ,როგორიც გვინდოდა სხვის თვალში ვყოფილიყავით და შეიძლება არც ისეთი საკუთარი თავისთვის რომ გვინდოდა.
იქნებ იმის შიშია,რომ რაიმე უსიამოვნო ან შენახული წყენა,გამარჯობის მაგივრად არ მივახალოთ.
ან იმი,რომ არ დავეცეთ მის დონემდე.
შეიძლება იმ ადამიანებს,არაფერიც არ დაუშავებიათ და ჩვენც ვართ რამეში დამნაშავენი ან პირიქით. ხომ შეიძლება,შიშის მაგივრად ამ დროს გამბედაობა მოვიკრიბოთ და გამომეტყველების შეუცვლელად,მივახალოთ ყველა დაგროვებული ნაგავი,
კარგია როცა სასოწარკვეთას აგრესია ცვლის. ე.ი ბრძოლის უნარი ჯერ კიდევ შერჩენილი გვაქვს და ყველაფრის გამოსწორების შანსი არებობს.
თუ ერთ დღეს კეფაზე იარაღს მოაგდებენ და გეტყვიან,რომ ან უნდა გათავისუფლდე და ცხოვრებაში ერთხელ მოუსმინო შენს თავს ან მოკვდები,რას იტყვით? იმას,რომ ყველაფრით კმაყოფილი ხარ?  თუ გეტყვიან რომ ყველაფერი შენი სურვილების განხორციელებით გამოსწორდება,როგორ მოიქცევით? იტყვით უარს ვალდებულებებზე? შემდეგ ინანებთ,რომ ეგოისტი ხარ? იმიტომ,რომ როგორც კი საფრთხე დაგემუქრათ მაშინვე ყველას ინტერესი ფეხებზე დაიკიდეთ? გაქვთ რომელიმე კითხვაზე პასუხი? არა! და სანამ კეფაზე იარაღის ცივ ლულას არ იგრძნობთ,ანუ რაღაც ამოუხსნელი შიში არ შეგიპყრობთ,მანამ არც კითხვის არსებობაზე ვფიქრობთ.
დიახ,მე დავუშვი შეცდომები,ძალიან ბევრი და უფრო მეტს აწი დავუშვებ, მაგრამ   ჩ ე მ ე ბ უ რ ა დ!
სხვების შეცდომებზე ნასწავლი ცხოვრების დედა ვატირე!!…

No comments:

Post a Comment