ხანდახან როცა კომპიუტერში რამე ვბეჭდავ,სულ მეშინია,
რომ შუქი არ წავიდეს და ნაწერი არ დავკარო..
რომ შუქი არ წავიდეს და ნაწერი არ დავკარო..
ასე შემთხვევით მახსენდება ყველაფერი გზა და გზა.
ყოველშემთხვევაში მახსენდება ჩემი ამბები.
ყოველშემთხვევაში მახსენდება ჩემი ამბები.
რამდენი ხანი გავიდა და კიდე ვერ მივეჩვიე ფრჩხილებით
კომოიუტერზე ბეჭვდას. (ახლა,ამდენი ხნის ნალოლიავები ფრჩხილები,
წამებში გავანადგურე.)
კომოიუტერზე ბეჭვდას. (ახლა,ამდენი ხნის ნალოლიავები ფრჩხილები,
წამებში გავანადგურე.)
რამდენი ხანი გავიდა და ვერ ვიმახსოვრებ ვერაფერს,რისი დაწერაც მინდა.
რამდენი ხანი გავიდა და კიდე მერვე კლასელს ვგავარ.
რამდენია ხანიაა ვმალავ ჩემს თავს ჩემი თავისგან და ვერ ვუტყდები რეალობაში,
ვითომ წარმოდგენები უკეთესი იყოს.
ვითომ წარმოდგენები უკეთესი იყოს.
რამდენია ხანიაა ვმალავ ჩემს თავს ყველასგან და არ ვამჟღავნებ რეალურს,ალბათ ფიქრობენ ამაზე უარესი რაღა უნდა იყოსო.
რამდენი ხანი გავიდა რაც ფიქრი დავიწყე და მაინც ვერ გავიგე,ფიქრი გვღუპავს თუ დაუფიქრებლობა.
რამდენი ზამთარი გავიდა ზღვაზე წასვლის სურვილით.
რამდენი დაუწერელი სიტყვა დამავიწყდა გაფიქრებისთანავე.
რამდენი კატა და ძაღლი მეყოლებოდა,რომ არა ჩემების დამოკიდებულება.
რამდენი წიგნი მექნებოდა წაკითხული რომ არა ფილმები.
რამდენი კედი მექნებოდა,შპილკების სამაგიეროდ.
რამდენ წიგნს ვიყიდდი,მთელი ჩემი კოსმეტიკით.
კიდე რამდენი სისულელის დაწერა შეიძლება.
მაგალითად იმის რომ რამდენად კარგი ვიქნებოდი,მე რომ არ ვიყო.
რამდენად შემეძლებოდა ყველაფერი კარგის გამოხატვა,რომ შემეძლოს.
ოცნება არასდროს მიყვარდა და არც მიყვარს.
პრინციპში საოცნებოც არაფერი მქონია არასდროს.
მქონია ნატვრები,დროებითი,მერე ან ამსრულებია,ან გადამიფიქრებია.
ყოველთვის ყველაფერი მქონდა და ახლაც ყველაფერი მაქვს.
წესიერი ხასიათის გარდა.
პრინციპში საოცნებოც არაფერი მქონია არასდროს.
მქონია ნატვრები,დროებითი,მერე ან ამსრულებია,ან გადამიფიქრებია.
ყოველთვის ყველაფერი მქონდა და ახლაც ყველაფერი მაქვს.
წესიერი ხასიათის გარდა.
მაგრამ ამას რომ ვხვდები ეგეც ხო კარგია.
რაღაცის არ გაკეთება,არ ნიშნავს არც არ შეძლებას და არც სურვილის არ ქონას.
უბრალოდ რაღაც ხანდახან ზედმეტია,მეტისმეტია,უადგილო.
არაფერს არ ვნანობ,რადგან უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
ორჯერ დავიბადე და ალბათ ასე იყო საჭირო.
ორჯერ დავიბადე და ალბათ ასე იყო საჭირო.
სასაცილოა როგორ შეიძლება გვქონდეს იმის ილუზია,
რომ ერთ დღეს ყვეაფერს ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. რა იქნება მერე,როცა ეს ფურცლები დამთავრდება.?!
რომ ერთ დღეს ყვეაფერს ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. რა იქნება მერე,როცა ეს ფურცლები დამთავრდება.?!
ხშირად იმისთვის,რომ საკუთარი თავი ვამხილოთ არარი აუცილებელი,დავსვათ და საკუთარი თავის მამხილებელი წერილის დაწერა ვუბრძანოთ. უბრალოდ გაავლეთ პარალელი,რა იყო და რაც არი. მაგრამ 19 წელი რომ ერთი და იგივეა,
მაშინ რას ველეწოთ?
მაშინ რას ველეწოთ?
სანამ ამას ვწერდი,სამჯერ დავიპატარავე ფრჩხილები,გადავისხი ყავა,
მოვისმინე ნოტაცია ჩემი ოთახის წესრიგის შესახებ,დაიძინა და გაიღვიძა ტასომ,
ორჯერ გადაიღო წვიმამ,სამჯერ გავასუფთავე ფაილი და კიდევ ერთხელ დამწყდა
გული სამყაროზე.
მოვისმინე ნოტაცია ჩემი ოთახის წესრიგის შესახებ,დაიძინა და გაიღვიძა ტასომ,
ორჯერ გადაიღო წვიმამ,სამჯერ გავასუფთავე ფაილი და კიდევ ერთხელ დამწყდა
გული სამყაროზე.
რამდენი ძაღლია ქუჩაში,სველდება,ცივა,შია,კვდება.
რამდენი კატაა ქუჩაში,სველდება,ცივა,შია,კვდება.
რამდენ ადამიანს შია,როცა ჩვენ ვჭამთ.
რამდენი ადამიანს არ აქვს სახლი.
რამდენს ტკივა.
რამდენი შეგვიძლია.
რამდენი შეგვიძლია შეგვეძლოს.
რამდენი რამ შეგვიძლია დავიტიოთ.
სადამდე დავიტევთ?
რამდენი მაკლია..
ბოლოს იმას მაინც მივხვდები იმედია,ფიქრია მთავარი თუ დაუფიქრებლობა...
No comments:
Post a Comment