я девочка с плеером ^

Thursday, August 20, 2015

Даже стал забывать, что моя жизнь – это сплошной вокзал.

როცა ვხვდებით,რომ ჩვენი ცხოვრების განვლილი წლების მანძილზე,თუნდაც მხოლოდ ერთ დღეს არ ჰქონდა სიცოცხლეს აზრი,მაშინ აუცილებლად უნდა გვეშინოდეს,რომ ერთი დღე არ გადაიქცეს თვედ ან წელიწადად.რამდენი რამ შეიძლება ანადგურებდეს ადამიანს,უკარგავდეს სურვილებს,მოლოდინებს,იმედებს. თუმცა ყველაზე მძიმე,ადამიანის რწმენის და ნდობის დაკარგვაა.ყველას ცხოვრებაშია ადამიანი,რომლის გარეშე საკუთარი არსებობა წარმოგვიდგენია,მაგრამ რთულად.

Saturday, June 20, 2015

09.04.15.

წარმოდგენაც არ მაქვს ამას რა ქვია,ან აქვს თუ არა საერთოდ სახელი,მაგრამ მინდა მჯეროდეს,რომ მსგავსი მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება.
მიუხედავად ჩემი ჩქარი ტემპისა,რომელიც ყველაფერს აფუჭებს ყოველთვის,მაინც მიყვარს ფეხით იარული.
წვიმაში,როცა ყველა სადღაც გარბის.
ქარში,როცა ყველას თბილად აცვია და მე გათოშილი დავდივარ.
სიცხეში,როცა ბოტები და ჯინსებ მაცვია.
მაგრამ,აქამდე ეს იყო ერთადერთი მომენტი,როცა ირგვლივ არაფრის არ მეშინოდა.

Lost Inside.

11415_805345339528916_5514336864647797303_n
როცა იღლები და იწყებ მთელი რიგი მიზეზების ჩამოთვლას თუ რა გჭირს ან რატომ გჭირს აცნობიერებ,რომ დაღლილობისგან ხარ დაღლილი და ქრები იმ ადამიანებთან ერთად,რომლებიც ოდესღაც შენი ცხოვრებიდან აორთქლდნენ. იკარგები და ერთის მხრივ მოგწონს,ის სიცარიელე და სიუცხოვე რაც ამ ყველაფერს მოაქვს.

Friday, August 15, 2014

Tired Faces.

„არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს.” -დოსტოევსკი.

Sunday, December 25, 2011

ყოველთვის ასეა...


ჰო

ყოველთვის ასეა...

ხშირად მაგვიანდება

ერთი წამი,

ერთი წუთი,

ერთი საათი,

ერთი დღე.